კვლავ აქტუალურია მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების მიერ დაქირავებული კომპანიების დეკლარაციის საკითხი. ანგარიშის თანახმად, კომპანიებმა 6 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა ნაბიჯი გადადგეს - მათ შორის ითხოვდნენ დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს დასანქცირებას და მაგნიცკის სიაში სააკაშვილის საქმის მოხვედრას. საკითხს გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი. სააკაშვილის განცხადებით, გიული ალასანია და მისი იურისტები „ანტისახელმწიფოებრივ” ქმედებაში დაადანაშაულეს.