რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი ბრიტანეთის საქმეთა საკითხებში დროებითი რწმუნებული უწყებაში დაიბარა.
რუსული მედიის ცნობით, ამის მიზეზი, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ განახლებული სასანქციო სია შეიძლება გამხდარიყო, რომელშიც ე. წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა დაცვის რწმუნებული, დარია მოროზი, რუსეთის ფედერაციის განათლების მინისტრი, სერგეი კრავცოვი, რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრი, ოლღა ლუბიმოვა მოხვდნენ.
ამასთან, სანქციები ოკუპირებულ ყირიმში მდებარე საბავშვო ცენტრ „არტეკსაც“ შეეხება.