იტალიის მოქმედი ჩემპიონი ნაპოლი 2023/24 წლების სეზონისთვის უკვე სრული შემადგენლობით ემზადება.
რუდი გარსიას გუნდმა პრესეზონზე ტესტ-მატჩები დაგეგმა და უკვე ცნობილია მეტოქეთა ვინაობაც. Corriere del Mezzogiorno წერს, რომ კასტელ დი სანგროში ნეაპოლელები 3 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ. ერთ-ერთი მეტოქე კი თურქული ჰატაისპორი იქნება, რომლის რიგებში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, საბა ლობჟანიძე და გიორგი აბურჯანია თამაშობენ.
ნაპოლის ამხანაგური მატჩების განრიგი ასეთია:ნაპოლი V ჰატაისპორი - 29 ივლისინაპოლი V ჟირონა - 3 აგვისტონაპოლი V აუგსბურგი - 6 აგვისტოიტალიური გამოცემა წერს, რომ სეზონის სტარტამდე "აძური" კიდევ ერთ სპარინგს გეგმავს, მეტოქე ჯერ უცნობია, მაგრამ დიდი ალბათობით შეხვედრა 11 ან 12 აგვისტოს შედგება.
აქამდე ცნობილი იყო, რომ ნაპოლის ორი ამხანაგური თამაშიც: 20 ივლისს, სამოყვარულო კლუბ ანაუნესთან და 24 ივლისს, სპალ-ის წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, ნეაპოლელთა რიგებს 18 ივლისს შეუერთდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც გუნდთან ერთად საწვრთნელ პროცესში დღეიდან ჩაერთო.
ნაპოლი სერია A-ს ტიტულის დაცვისთვის ბრძოლაში 19 აგვისტოდან ჩაერთვება, როდესაც პირველ ტურში სტუმრად ფროზინონეს შეხვდება, რომლის შემადგენლობაში გიორგი კვერნაძე თამაშობს.