რუსული ძალები, 20 ივლისის ღამეს, თავს დაესხნენ მიკოლაივის ცენტრს, რის შედეგადაც 3 სართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და ავტოფარეხებში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიტალი კიმზე და მიკოლაივის მერზე, ალექსანდრე სენკევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია 9 დაჭრილის შესახებ, მათ შორის 5 ბავშვია. არიან გარდაცვლილებიც, რაოდენობა, ჯერჯერობით, უცნობია.
„რუსებმა ქალაქის ცენტრს დაარტყეს. ავტოფარეხები და 3 სართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის“, - განაცხადა მიკოლაივის მერმა.
ოლქის გუბერნატორის, ვიტალი კიმის ინფორმაციითმ ხანძარი სერიოზულია და ადგილზე მაშველები იმყოფებიან. მან ასევე დაადასტურა, რომ თავდასხმის შედეგად არიან გარდაცვლილებიც.