საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გასულ წელს უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. პრემიერის თქმით, ეს ბევრმა ევროპელმა ლიდერმა დაადასტურა. ღარიბაშვილს სჯერა, რომ "კონკრეტული გამოვლინებები" და "მათი ანგაჟირებულობა" დროებითი მოვლენაა და ძალიან მალე დასრულდება.