ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყანა - ბულგარეთი, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი ბრიუსელს მიმართავს, უკრაინული ხორბლის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვა 15 სექტემბრის შემდეგაც გაახანგრძლივოს. უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ხუთი ქვეყანა ერთობლივად მოითხოვს, ოთხი უკრაინული პროდუქტის ხორბლის, სიმინდის, რაფსისა და მზესუმზირის იმპორტზე დაწესებული აკრძალვა ძალაში დარჩეს. ამასთან, აღნიშნული პროდუქციის ტრანზიტი გაგრძელდება. ის ასევე არ გამორიცხავს, ევროკავშირის ქვეყნების ნაწილმა სამომავლოდ ბრიუსელს დამატებით სხვა პროდუქტების იმპორტის აკრძალვაც მოსთხოვოს.