თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სექტემბრიდან სახსრების ენდო პროთეზირების პროგრამა დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ხელოვნური ანალოგით შეცვლის მიზნით, ერთი მოქალაქის დასაფინანსებლად, 6 000 ლარი გამოიყოფა. თბილისი მერის განმარტებით, პროგრამით მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულების არჩევის შესაძლებლობაც ექნება.