აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა. აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით ცნობილი ხდება ის აქტივობები, რომელიც ლობისტურმა კომპანიამ განახორციელა, მათ შორის არის რეზოლუციების დაწერა და ევროპარლამენტისთვის მიწოდება.
გიული ალასანიას განცხადებით, მათ უბრალოდ იურიდიული კომპანია დავიქირავეს, რომელიც შესაბამის კამპანიას აწარმოებდა და არ ესმის, რას გულისხმობენ ლობისტებში.
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის გამოქვეყნებულ დოკუმენტს ეხმაურებიან პოლიტიკოსებიც.