4 წლის ბავშვი, რომელიც ორმოში ჩავარდნის შედეგად დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით,ბავშვი სამტრედიაში, საკუთარ ეზოში არსებულ ორმოში ჩავარდა და სხეულის დაზიანებები მიიღო. ის ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.