საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში დისკუსია გაიმართა, სადაც რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელ პოლიტიკურ შედეგებზე იმსჯელეს.
ღონისძიების ორგანიზატორებისა და მოდერატორების მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლებას დაფიქრება და კეთილგონიერება მართებს, რათა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები არ დააზიანოს. მათივე განმარტებით, დისკუსიის მიზანი საზოგადოების გაფრთხილება და მომზადებაა, რადგან სარკინიგზო მიმოსვლის დაწყების საფრთხე რეალურია, რასაც ოკუპანტ სახელმწიფოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის მაგალითიც ადასტურებს.