3-დან 6 აგვისტოს ჩათვლით, კაჭრეთში, ქვიშის ფრენბურთის საერთაშორისო ჩემპიონატი ჩატარდება. როგორც საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჩემპიონატი პანდემიური პაუზის შემდეგ წელს პირველად გაიმართება. „ქართველას თასზე“ სპორტსმენებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ელოდებიან. მონაწილე გუნდების რაოდენობა კი შეზღუდულია.