რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ მაშველებმა თბილისის ზღვაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. არის თუ არა ეს დაკარგული ლუკა ლაცაბიძის ცხედარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს. მანამდე კი თბილისის ზღვაში შუახნის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, 45 წლამდე მამაკაცი წყალში, სავარაუდოდ, საბანაოდ შევიდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დღეს კიდევ ერთი უბედური შემთხვევა მოხდა ჩაქვში. სასტუმრო ოაზისში 5 წლამდე ბავშვი აუზში დაიხრჩო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.