შავი ზღვის წყლის სინჯებში განსაზღვრული 59 პარამეტრის მნიშვნელობები ნორმის ფარგლებშია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შავ ზღვაში 13 მძიმე მეტალის და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია განისაზღვრა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა.