გიორგი ამილახვარი უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შანდორ პინტერს შეხვდა - Palitra News

გიორგი ამილახვარი უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შანდორ პინტერს შეხვდა

2023-07-18 19:30:21+04:00

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ამილახვარმა სამუშაო შეხვედრა გამართა უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან, შანდორ პინტერთან, რომელიც უნგრეთის ზოგადი განათლების მიმართულებას ხელმძღვანელობს. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორივე ქვეყნის ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები დეტალურად განიხილეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ მუშაობას ორ ქვეყანას შორის, ზოგადი განათლების მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე.