მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის უახლესი მონაცემებით, ჰაერის ტემპერატურამ ყველაზე მეტად ევროპის ქვეყნებში მოიმატა.
ექსპერტების თქმით, განსაკუთრებით მაღალი სიცხეები ფიქსირდება იტალიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში. ევროპის კოსმოსური სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მომდევო კვირებში სიცხეები მოიმატებს.
ძლიერი სიცხეების გამო იტალიაში ახალი საგანგებო პროტოკოლი შემოიღეს. წითელ სიაში 20 ქალაქია. პროტოკოლი ქვეყანაში მინიმუმ 15 სექტემბრამდე იმოქმედებს.
საბერძნეთში ძლიერი სიცხეების გამო ქვეყნის მასშტაბით 80-ზე მეტი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში 500-ზე მეტი მეხანძრე, ასევე თვითმფრინავები და ვერტმფრენებია ჩართული.
ესპანეთში კანარისა და ლა პალმას კუნძულებზე დამწვარია 4 650 ჰექტარი, განადგურდა 20 სახლი, ათასობით ადამიანი კი ევაკუირებულია.