ბელგიამ საქართველო პარტნიორი უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. მანამდე პარტნიორი უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო ალბანეთთან, სერბეთთან, კოსოვოსთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მონტენეგროსთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ინდოეთთან ერთად იყო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოში პოლიტიკური მხარეები ეხმაურებიან. ოპოზიცია ხელისუფლებას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება შესაძლოა ბელგიასთან ერთად სხვა სახელმწიფოებმაც მიიღონ. ხელისუფლება კი ოპონენტების პოზიციას არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ ბელგიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ოპოზიცია მორიგი სპეკულაციისთვის იყენებს.