18-19 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს.ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდება, მათ შორის ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის და გენერალურ დირექტორს, გერტ იან კოპმანს.