საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-გასაღების, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ოთხი პირის მიმართ დაიწყო.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა შეიძინეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ხის მასალა, რის შემდეგაც გაწერეს ყალბი სასაქონლო ზედნადებები და მოახდინეს მისი რეალიზაცია სხვადასხვა პირზე.დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე.