ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სანბაოში ჰაერის ტემპერატურამ 52,2 გრადუს ცელსიურსს მიაღწია, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. მეტეოროლოგების პროგნოზით, ქალაქში მაღალი ტემპერატურა კიდევ 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ მორიგი რეკორდი დაფიქსირდეს.
Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთში აქამდე დაფიქსირებული ტემპერატურის რეკორსული მაჩვენებელი 50.3 გრადუს ცელსიუსი იყო. გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ჰაერის ტემპერატურა იმატებს.
გაეროს პროგნოზით, მომდევნო ათწლეულებში ჰაერის ტემპერატურა მსოფლიოში საშუალოდ 1.5 გრადუს ცელსიუსით გაიზრდება.