ქორწინების მიზნით არასრულწლოვანის მოტაცებაში მხილებულ ოთხ მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. 15 წლის გოგო ფონიჭალის დასახლებაში გუშინ, ნათესავის ქორწილიდან მოიტაცეს. არასრულწლოვანი პოლიციას დაუკავშირდა, რის შემდეგაც გამტაცებლები დააკავეს. ადვოკატი ოთხივე ბრალდებულისთვის ათი ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვს.