ბელგიამ საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო, რომელიც ევროკავშირში უსაფრთხო ქვეყნებად ითვლება. საკითხთან დაკავშირებით, ბრიფინგი პარტია „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გამართა. მისი განცხადებით, ბელგიის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლლება რუსულ საქმეს აკეთებს. რაც შეეხება მმართველ პატრიას, ისინი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნებიდან ამოღებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ და ამბობენ, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში არანაირი პრობლემა არ არის.