საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღნიშნა, რომ საქართველო და უზბეკეთის რესპუბლიკა სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის კიდევ მეტი პოტენციალი არსებობს. ისაუბრეს უზბეკეთის მხრიდან საქართველოში სხვადასხვა სფეროში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ორი ქვეყნის პირველმა პირებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის ერთობლივი პრაქტიკული ღონისძიებების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმას.