საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი მარიცა კვანტალიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მაუწყებელი ავრცელებს.
მათივე ცნობით, იგი რამდენიმე დღე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
მარიცა კვანტალიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტის მიმართულების პროდიუსერად მუშაობდა.
"პალიტრანიუსი" უსამძიმრებს მარიცა კვანტალიანის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს.