ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად სახლების პირველი სართულები დაიტბორა. დაზიანდა ტექნიკა, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები. დაიტბორილია გზები და ტროტუარები. წვიმამ პრობლემები შექმნა იუსტიციის სახლის შენობაშიც. ნალექის გამო დაზიანდა ინფრასტრუქტურა, შენობას არც ელექტროენერგია მიეწოდება.