ფეხბურთი | საქართველო 3:1 სომხეთი - Palitra News

ფეხბურთი | საქართველო 3:1 სომხეთი

2023-07-17 10:35:37+04:00

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის ნაკრებთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და მეორე გამარჯვება მოიპოვა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ მატჩში ირის ანტმანის გუნდმა მეტოქეს 3:1 სძლია.

ანგარიში მე-17 წუთზე თეონა ბაქრაძემ საჯარიმო დარტყმით გახსნა, რის შემდეგაც სომხებმა ოქსანა პლიზოვამ 36-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ნათია დანელიამ საქართველოს ნაკრები 51-ე წუთზე დააწინაურა და 6 წუთში თინათინ ამბალიამ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1. სომხეთის ნაკრებთან 13 ივლისს ჩატარებული პირველი ამხანაგური მატჩი ჩვენმა გუნდმა 5:0 მოიგო.

სომხეთის ნაკრებთან ჩატარებული ამხანაგური მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის ერთა ლიგის გათამაშებისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო. უახლოეს ოფიციალურ მატჩებს ჩვენი გუნდი სექტემბერში, თურქეთის და ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს.