ჩოგბურთის მსოფლიო რეიტინგის ნომერი პირველი ჩოგანი კარლოს ალკარასი ჩოგბურთის მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერს ნოვაკ ჯოკოვიჩს უიმბლდონის ფინალში დაუპირისპირდა და დაძაბულ და სანახაობრიც შეხვედრაში მეტოქე 5 სეტში 1:6; 7:6; 6:1; 3:6; 6:4 დაამარცხა.20 წლის კარლო ალკარასისთვის ეს დიდი სლემის მხოლოდ მეორე ფინალი იყო, პირველად მან ამ ეტაპზე გასულ წელს აშშ-ში იასპარეზა, სადაც ასევე გამარჯვებული გახდა, ხოლო მსოფლიო სპორტის ლეგენდა ნოვაკ ჯოკოვიჩი დიდი სლემის ფინალში 35-ედ ასპარეზობდა. უიმბლოდნის 2023 წლის გათამაშების ფინალამდე სპორტსმენები ისე მივიდნენ, რომ მხოლოდ 2-2 სეტი ჰქონდათ წაგებული.
ფინალური დაპირპისპირების პირველ სეტში აშარა დომინანდი სერბი ლეგენდა იყო, 36 წლის სპორტსმენმა ესპანელ ალკარას ყველა კომპონენტში აჯობა და შესაბამისად 6:1 მოიგო. მეორე სეტში კარლოსმა საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნა და ჯოკოვიჩს ნამდვილი ბრძოლა გაუმართა. თავდაპირველად ნოვაკი გეიმებში 3:0 იგებდა, თუმცა ალკარასმა საბოლოოდ ტაი ბრეიკში მეტოქეს 8:6 აჯობა. მესამე სეტში ალკარასი მეტად გაიხსნა და დარტყმის სისწრაფესა და ტექნიკასაც მოუმატა, რამაც შედეგი გამოიღო და უკვე თვითონ დაამარცხ მეტოქე უშანსოდ. მე-5 გეიმი 26 წუთს გაგრძელდა. ჯოკოვიჩმა ალკარასს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ უშედეგოდ. ალკარასი 3 სეტის შემდეგ 2:1 იგებდა. ამის შემდეგ თავისი ძალების მობილიზება ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა შეძლო, ჯოკოვიჩმა ულამაზეს სეტში ალკარას არაფერი დაუთმო და მე-5 გეიმში ბრეიკი გააკეთა. ამან კი სეტის მოგების საშუალება მისცა. საჩემპიონო სეტში კი უკეთესი 20 წლის ესპანელი გამდოგა, რომელმაც ნაკლები შეცდომა დაუშვა და მთელი სეტის განმავლობაში ყველაფერს აკონტოლებდა. საბოლოოდ კარლოს ალკარასი უიმბლდონის ჩემპიონი გახდა.
მატჩი 4 საათსა და 43 წუთს გაგრძელდა, რაც ამ ჩემპიონატის სარეკორდო მაჩვენებელთან ძალიან ახლოს იყო. რეკორდი ჯოკოვიჩსა და ფედერერს ეკუთვნის, მათი დაპირისპირება 4 საათსა და 57 წუთს გაგრძელდა. 2023 წლის უიმბლდონის ფინალში ალკარასმა 5 ეისი შეასრულა, ჯოკოვიჩმა კი 2. ალკარასის ანგარიშზე 44 ვინერსი და 36 უნებლიე შეცდომა იყო, ხოლო ნოვაკმა 25 ვინერსი შეასრულა და ასევე 36 უნებლიე შეცდომა დაუშვა.
წელს ჩატარებული 3 დიდი სლემიდან ავსტრალიასა და აშშ-ში გამაჯვება სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს ჰქონდა მოპოვებული და ის ახლოს იყო უიმბლდონის მოგებასთანაც, თუმცა კარლო ალკარასმა ამის შანსი არ მისცა. შესაბამისად 36 წლის ლეგენდამ კალენდარული სლემის შანსიც დაკარგა. 28 აგვისტოს კიდევ ერთი დიდი სლემი აიღებს სტარტს, რომელსაც კვლავ აშშ უმასპინძლებს.