კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი "როგორ მოვყვეთ ამბავი საინტერესოდ?" ჩატარდა.
ორდღიანი სემინარის ფარგლებში, მონაწილეებმა ამბის თხრობის, სიუჟეტის წყობისა და განვითარების, ასევე, დრამატურგიის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
გარდა ამისა, გაეცნენ თანამედროვე მულტიმედიურ გარემოში მუშაობის სირთულეებს, რესპონდენტებთან ურთიერთობის მეთოდებს და მათთან ინდივიდუალურად მიდგომის გზებს.