ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, წაბლის დაავადების წინააღმდეგ მიმდინარე ბიოლოგიური ბრძოლის ეფექტიანობის მორიგი მონიტორინგი განხორციელდა. წაბლის ქერქის ნიმუშების კვლევა ავსტრიის, შვეიცარიის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ლაბორატორიებში ჩატარდა.პირველადი შედეგების მიხედვით, საცდელ მონაკვეთებზე შტამებმა დაიწყო დაავადების გამომწვევი სოკოს წინააღმდეგ მუშაობა. მონიტორინგის მიზანი საქართველოში წაბლის ხმობის შემთხვევების შემცირებაა.