ლიგა 1-ში აღზევებულმა მეცმა მეორე ამხანაგური მატჩი გამართა სეზონის წინ - ბელგიულ "შვილობილ" კლუბ სერენს 2:1 მოუგო, ხოლო 22 წლის ქართველმა ფორვარდმა შვებულების შემდეგ პირველად მოირგო მეცის ფორმა.გიორგი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და უკვე 51-ე წუთზე გაიტანა გამარჯვების გოლი. 22 ივლისს მეცი ლიგა 2-ში გავარდნილ ტრუას დაუპირისპირდება.გოლის შემდეგ მიქაუტაძემ პენალტის გატანა ვერ შეძლო - სერენის გოლკიპერმა მოიგერია. გიორგის გატანა 86-ე წუთზეც შეეძლო, როცა საოცრად ითამაშა, მაგრამ მისი დარტყმული მიზანს აცდა.შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ გასულ სეზონში ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა (8 საგოლე პასი), რითაც ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. მეცმა მე-2 ადგილი დაიკავა და ელიტის საგზური მოიპოვა, ხოლო ქართველი ფორვარდი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მიუხედავად ამისა, დიდია ალბათობა, რომ გიორგი მიქაუტაძე მეცს დატოვებს. მისით ბევრი გუნდია დაინტერესებული: ბარნლი, მარსელი, ლაციო, იუვენტუსი, რომა და სხვები, თუმცა მეცი მის გაყიდვას დაახლოებით 20 მილიონ ევროდ გეგმავს.