თავდაცვის სამინისტროში, აშშ-ის გაერთიანებული სპეციალური ოპერაციების უნივერსიტეტის ორგანიზებით, საინფორმაციო ოპერაციების თემაზე სემინარი ჩატარდა. სემინარის მიზანი მსმენელებისთვის აშშ-ს სამხედრო დოქტრინალური მიდგომის, კრიზისული სიტუაციების, ინტენსიური და დაბალი ინტენსივობის საინფორმაციო კამპანიების აღსრულების გაცნობა იყო.