რუსეთში 700 ათას ჰექტარზე მეტი ტყე იწვის. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხანძრის არეალი 43-ჯერ გაიზარდა. დამწვარი ტყეების 98%-ზე მეტი ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში მდებარეობს.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, იაკუტიაში დამწვარი ტყეების ფართობი 6500-ჯერ გაიზარდა, ამურის რეგიონში და ხაბაროვსკის მხარეში - 260-ჯერ.
რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
რუსეთში ყოველწლიურად მილიონობით ჰექტარი ტყის მასივი იწვის. 2022 წლის განმავლობაში რუსეთში სამ მილიონ ჰექტარზე მეტი ტყე დაიწვა, 2021 წელს - ათზე მეტი, რაც დაახლოებით ორმოცჯერ აღემატება მოსკოვის ფართობს.