სამხრეთ კორეაში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვმა 20-ს გადააჭარბა.
ათასობით ადამიანი ამ დრომდე ევაკუირებულია. ქვეყანაში ძლიერი წვიმები, რომელმაც მეწყერი გამოიწვია, სამი დღეა გრძელდება. ამასთან, უხვი ნალექის გამო მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც, ათობით დასახლებული პუნქტი დაიტბორა.
სტიქიის შედეგად გათიშულია ელექტროენერგია, ასევე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
ოფიციალური ინფორმაციით, 10 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა, რამდენიმე კი დაშავებულია.