უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამხრეთ კორეის ლიდერთან, იუნ სოკ იოლთან გამართულ შეხვედრაზე, მშვიდობის ფორმულის, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა თავის ტელეგრამ-არხზე გაავრცელა.
„დღეს უკრაინაში სამხრეთ კორეის პრეზიდენტი და პირველი ლედი კიმ კონ ჰი, იმყოფებიან. ვიზიტის დროს, რომელიც ჩვენი ქვეყნების ისტორიაში პირველია, ადამიანების ნორმალური და უსაფრთხო ცხოვრებისთვის, საერთაშორისო წესრიგისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვიმსჯელეთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.