ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ჩინეთის მიერ ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში „ჩრდილოეთი. ურთიერთმოქმედება-2023“ მიიღებენ მონაწილეობას.
უწყების ცნობით, წვრთნები იაპონიის ზღვის ცენტრალურ ნაწილში ჩატარდება და მასში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი და სამხედრო-საჰაერო ძალები იქნება ჩართული.
„წვრთნების თემა სტრატეგიული საზღვაო გზების უსაფრთხოების მხარდაჭერა იქნება, ხოლო მანევრების მიზანს ჩინეთის და რუსეთის შეიარაღებული ძალების შორის სტრატეგიული ურთიერთმოქმედების დონის ამაღლება, რეგიონული მშვიდობის და სტაბილურობის ერთობლივი მხარდაჭერის უნარიანობის გაძლიერება და უსაფრთხოების სფეროში არსებულ სხვადასხვა გამოწვევებზე რეაგირება წარმოადგენს“, - ნათქვამია ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.