მთის დღეების ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს ეწვია. მთავრობის მეთაურმა ლენტეხში თამარ მეფის განახლებული ქუჩა დათვალიერა, რომლის რეაბილიტაცია პროგრამის, “განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში შეიცვალა შენობების გარე ფასადები და კარ-ფანჯრები, ჩატარდა სკვერების გამწვანებისა და მოპირკეთება-მოწყობის სამუშაოები.ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ლენტეხში მჟავე წყლის განახლებული ტერიტორია და ცაგერის ცენტრალური ბაზარი დაათვალიერა.