კომპანია „Ray 11“-მა ქართულ მითოლოგიურ, ისტორიულ და ზღაპრულ გმირებზე დაფუძნებული კომიქსის - „იბერიის ქრონიკების“ პირველ სერია წარადგინა. პროექტი, რომელიც ანიმაციურ ფილმს, სხვადასხვა ტიპის თამაშსა და სერიალს მოიცავს, მიზნად ჩვენი ქვეყნის ისტორიის, ლიტერატურისა თუ მითოლოგიის პოპულარიზაციას ისახავს. როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, მათი სურვილი ახალგაზრდებში ქართული კომიქსის კულტურის შემოტანა, სიახლეების დანერგვა და კარგად ნაცნობი გმირების გაცოცხლებაა.