სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, „გურჯისტანის“ 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. სახელმწიფო მინისტრმა აზერბაიჯანულენოვან გამოცემას საიუბილეო თარიღი მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. მან „გურჯისტანის“ საუკუნოვანი ისტორიისა და იმ მნიშვნელოვანი მისიის შესახებ ისაუბრა, რომელსაც გაზეთი სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის მიზნების მისაღწევად ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ასრულებს.