2024 წლის არჩევნებისთვის ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის შესაძლო გაერთიანებას და მათ მიერ პრემიერ-მინისტრის კანდიდატად გიორგი ვაშაძის დასახელებას პოლიტოლოგები ეხმაურებიან. მათი თქმით პარტებმა ამომრჩევლის ნება უნდა გაითვალისწინონ, რადგან შესაძლოა მათ კონკრეტულ პარტიასთან გაერთიანება არ უნდოდეთ. გიორგი რუხაძის განცხადებით წინასაარჩევნო პროცესისთვის დადებითად აისახება პოლიტიკური პარტიების გაერთიანება. მისივე თქმით 5 პროცენტიანი ბარიერის პირობებში მნიშვნელოვანია პატარა პარტიები გაერთიანდნენ, რათა ბარიერი გადალახონ.