ინდოეთის კოსმოსურმა სააგენტომ გაუშვა რაკეტა, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსზე კოსმოსური ხომალდის დასმას შეეცდება. ინდოეთის ნაბიჯი უკვე შეფასდა, როგორც უპრეცედენტო მიღწევა, რომელიც ქვეყნის, როგორც მნიშვნელოვანი კოსმოსური ძალის პოზიციების გამყარებას ხელს შეუწყობს. კოსმოსური ხომალდის მოგზაურობა სავარაუდოდ ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდება, იქამდე სანამ აგვისტოში ის მთვარის ზედაპირზე დაეშვება. მისიის კონტროლი სატიშ დავანის კოსმოსური ცენტრიდან მიმდინარეობს. რაკეტას ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციის ინჟინრები და მეცნიერები აკვირდებიან. მისიის დაწყება კვლევით ცენტრში შეკრებილმა თანამშრომლებმა და ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში შეკრებილმა მოქალაქეებმა აღნიშნეს. კოსმოსური ხომალდის გაშვების პარალელურად ქუჩებში მოქალაქეებმა ქვეყნის დროშები გამოფინეს. ხომალდის წარმატებული დაშვების შემთხვევაში, ინდოეთი - შეერთებული შტატების, საბჭოთა კავშირის და ჩინეთის შემდეგ მეოთხე ქვეყანა გახდება, რომელმაც მთვარის მისია წარმატებით განახორციელა.