პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მარტვილში მოსახლეობას შეხვდა, რის შემდეგაც მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მანამდე კასპსა და საგარჯოში გამართული შეხვედრები, რომელიც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა, ირაკლი კობახიძის მიერ იყო ორგანიზებული და მოკლემეტრაჟიანი აღმოჩნდა. ხაბეიშვილმა განმარტა, რომ პარტია დედაქალაქსა და რეგიონებში შეხვედრებს აქტიურად გააგრძელებს.