გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის- საკითხისადმი პოზიცია ორად იყოფა თავად ხელისუფლების ოპონენტებში. ნაწილი გაერთიანების ინიციატივას აბსურდულს უწოდებს, მეორე ნაწილი კი "ქართული ოცნების" დამარცხების ფორმულას სწორედ გაერთიანებაში ხედავს. ხელისუფლების წარმომადგენლები ინიციატივას სკეპტიკურად უყურებენ და ამბობენ, რომ ოპოზიციის გაერთიანების შემთხვავშიც კი მმართველი გუნდისადმი საზოგადოების ნდობა არ შეიცვლება. თემაზე ვრცლად მერაბ პაპაშვილი ისაუბრებს