ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანა ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოში მოხდეს. მესამე პრეზიდენტის შეწყალების თხოვნით კი სალომე ზურაბიშვილს უკრაინის რადა მიმართავს. მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე უკვე გაკეთდა კომენტარები მისი ოჯახის წევრებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან.