აშშ-ს შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის, მარკ მილის განცხადებით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ამბოხის შემდეგ, რუსეთის ჯარის მეთაურობაში უთანხმოება და დაბნეულობა შეინიშნება.
მისივე თქმით, ჯერჯერობით გაუგებარია, რა ზეგავლენას იქონიებს ეს ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე და რით დამთავრდება ეს ყველაფერი.
„სტრატეგიულ დონეზე ნათელია, რომ ადგილი აქვს მნიშვნელოვან უთანხმოებას და დაბნეულობას. ახლა ოკუპანტი ადგილებზე შექმნილ ვითარებაზე და საკუთარ გადარჩენაზე არის კონცენტრირებული“, - განაცხადა მილიმ.