ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში რუსულმა ძალებმა კალიბრისა და ისკანდერის ტიპის რაკეტები გამოიყენეს. თავდასხმები შაჰედის ტიპის დრონებითაც განხორციელდა.
უწყების განცხადებით, ოკუპანტებმა უკრაინაზე ასევე, 52 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი 50 დარტყმა განახორციელეს. გენშტაბში აცხადებენ იმასაც, რომ დიდია რუსული ძალების დანაკარგები.
უკრაინული თავდაცვა მტრის სტრატეგიულად მნიშვნელოვან, ცოცხალი ძალისა და იარაღის კონცენტრაციის ადგილებზე შეტევებს წარმატებით ახორციელებს.