ქართულ და გერმანულ საგანმანათლებლო-კვლევით ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობას შეეხო საუბარი შეხვედრაზე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. საქართველოსა და გერმანიას შორის 113 კვლევითი კოოპერაცია უკვე არსებობს. თანამშრომლობა ეხება ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის კაშხლების უსაფრთხოება, კლიმატის ცვლილებები და მასთან ბრძოლა, ბიომრავალფეროვნება და პროფესიული განათლების სფერო.