აზერებაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის სამმხრივი შეხვედრა ბრიუსელში 15 ივლისს გაიმართება, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეები სამშვდობო შეთანხმების მიღწევას დროულად შეძლებენ. ფაშინიანის ინფორმაციით, 12 ივლისს სომხეთსა და აზერბაიჯანის საზღვარზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და უსაფრთხოების შესახებ სახელმწიფო კომისიების მეოთხე შეხვედრა გაიმართა.