სექტემბრიდან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლს განახორციელებენ. პარლამენტმა, მესამე მოსმენით, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა. გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის მკაცრი საჯარიმო სანქციები დაწესდება. კონტროლი 4 ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში განხორციელდება.