"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე - ლევან ხაბეიშვილი და პარტიის გენერალური მდივანი - პეტრე ცისკარიშვილი, ევროკავშირის ელჩს - პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ. როგორც ცნობილია შეხვედრაზე ყურადღება ქვეყნის ევროინტეგრაციასა და საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გამახვილდა. ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, პაველ ჰერჩინსკისთან საუბარი ხელისუფლების ოპონენტებზე ბოლო პერიოდში გახშირებულ თავდასხმებსაც დაეთმო. კიდევ რა საკითხები განიხილა ევროკავშირის ელჩმა ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან.