ოპოზიციური სპექტრი ნატოს ვილნიუსის სამიტზე დამდგარ შედეგს აკრიტიკებს და სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ქართული ოცნების ოპონენტები ფიქრობენ რომ ღარიბაშვილის მთავრობის ანტიდასავლურმა გზავნილებმა საერთაშორისო პარტნიორებში დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. ოცნების გუნდში კი მიაჩნიათ, რომ ნატოს მიერ მიღებული კომუნიკე ცალსახად პოზიტიური და საქართველოს მხარდამჭერია. რა შედეგით ბრუნდება ილია დარჩიაშვილი თბილისში და აქვს თუ არა ქვეყანას პროგრესი ნატოსთან ინტეგრაციის პროცესში.