ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობაა. სტიქიურმა უბედურებმა განსაკუთრებით ინდოეთის დედაქალაქი დელი დააზიანა, სადაც მდინარეების ადიდებამ საცხოვრებელი ზონების დატბორვა გამოიწვია.
BBC-ის ინფორმაციით, მდინარე იამუნაში წყლის დონემ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რაც ბოლო 45 წლის მანძილზე არ განმეორებულა.
სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე საჭირო გახდა ათასობით მოქალაქის ევაკუაცია.
ბოლო ერთი კვირის მანძილზე უხვ ნალექებს ინდოეთში სულ მცირე 88 ადამიანი ემსხვერპლა.